მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მაღაროების უკანონოდ გადაკეტვის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

სს
15.03.24 20:30
374

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულმა სამმართველომ, 13 მარტს, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების ადგილობრივების მხრიდან პარალიზების გამო, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მაღაროებში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობას გამოძიება დაიწყო.

აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, თვითნებურად გათიშეს მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა, რა დროსაც მაღაროებში თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" სამართლებრივ დავას იწყებს აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო. კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობაზე უკვე სრულად არის გაცემული თანხები, ნაწილზე კი - აუდიტის დასკვნით განსაზღვრული თანხის 90%-ზე მეტი.

"ჯორჯიან მანგანეზი" განაგრძობს თანხების კატეგორიების მიხედვით გაცემას მოსახლეობასთან შეთანხმებით. გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. სამუშაო პროცესი სრულიად პარალიზებულია. ამ დრომდე, მოსახლეობას გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. სამუშაო პროცესი სრულიად პარალიზებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები