ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური საგზაო სამუშაოები იწყება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ მიზნით ერთდროულად 23 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც ჯამში 1 მილიონ 200 ათას ლარს აღწევს. აღნიშნული ფული, სოფლებში ბეტონის საფარიანი გზების მოწყობას უნდა მოხმარდეს. სულ სამუშოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის 19 სოფელშია დაგეგმილი, მათ შორისაა კაცხი, დარკვეთი, თვალუეთი, ითხვისი, მანდაეთი, ხრეითი და სხვა სოფლები. გამარჯვებულმა კოპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულონ.