მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის 1 წლის საქმიანობის შედეგები (R)

6294602cf1600
BM.GE
30.05.22 10:20
852
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის 2021 წლის მაისში შეიქმნა. დაარსების დღიდან, საგანმანათლებლო პლატფორმის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარება 2 მნიშვნელოვანი მიმართულებით: საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებით და შრომით ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციით. “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, მულტიფუნქციურ ცენტრს გადაეცა ტრესტის შენობა, რომელიც კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა და საჭირო ტექნიკით აღიჭურვა.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ ადრეული ასაკიდანვე აუწყოს ფეხი მიმდინარე ცვლილებებს. და რაც ყველაზე მთავარია - განათლება იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში წარმართული თითოეული კურსი და ღონისძიება იყო, არის და იქნება სრულიად უფასო ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის.

წარმატებით დასრულებული ტექნოლოგიური თემატიკის კურსები არაერთ საინტერესო მიმართულებას მოიცავდა: რობოტექნიკა, პროგრამირება (Front-End Development, Python, C#, WordPress), სოციალური მედია მარკეტინგი, გრაფიკული და UI/UX დიზაინი. მულტიფუნქციურ ცენტრში აქტიურად იგეგმება კონკურსები, ლაშქრობები და ბანაკები. შეიქმნა “აგრო სკოლა”, “სამოქალაქო კლუბი”, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - “ტექნოლოგიური სივრცე”, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

მულტიფუნქციური ცენტრის შექმნის დღიდან, პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კურსებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში 550-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ცენტრი მუდმივად ახალ, მოთხოვნად კურსებს და ღონისძიებებს სთავაზობს დაინტერესებულ ახალგაზრდებს. განსაკუთრებით მასშტაბური გეგმებით კი 2022 წლის ზაფხული იქნება დატვირთული და სექტემბრიდან უკვე ახალ კურსებზე განახლდება მიღება.

კურსდამთავრებულებს შორის, 10-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაიწყო მუშაობა ცენტრში შესწავლილი პროფესიული მიმართულებით და ეს რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.

საკონკურსო ინიციატივების მიმართულებით, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ორგანიზებული ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში, სრულად დაფინანსდა 3 ბიზნეს იდეა.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შესახებ ყოველდღიური სიახლეების მისაღებად, მიჰყევით ბმულებს:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები