ჭიათურაში არსებული საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ლარია.
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაცია 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, რომლის მოწოდებას კომპანია Pomagalski უზრუნველყოფს. როგორც ,,ბიზესკონტრაქტს’’ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს 3 სადგურის მშენებლობას. რაც შეეხება მეოთხე სადგურს, ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და პროექტის დასრულება 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

























