BM.GE-ს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამიდან განუცხადეს, რომ ლადო აფხაზავა მათი პროგრამის ყოფილი მონაწილეა. პროგრამა, ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლებში და ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში.
სწავლის პარალელურად, ლადო მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის აქტიურად არის ჩართული სკოლის შემდგომი ღონისძიებების, საზაფხულო ბანაკების ორგანიზებასა და თემის პრობლემების მოგვარების საქმეში. მისი ინიციატივით ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა. ის ასევე წარმატებულად უძღვება საკუთარ მეურნეობას სოფელში.
ლადო აფხაზავას გამორჩეული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, 2017 წელს საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიენიჭა
ლადო აფხაზავას გამორჩეული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, 2017 წელს საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიენიჭა