პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ TBC ბანკისთვის პრობლემების შექმნამ შესაძლოა პორტის განვითარების პროექტზე მოახდინოს გავლენა.
ჭიჭინაძის განცხადებით, ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები სავარაუდოდ ანაკლიის პორტს უკავშირდება. ჭიჭინიაძე ამბობს, რომ სწორედ ეს პროექტი იყო კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, რასაც საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
"მაშინ არც არავის დაუფარავს, რომ კვირიკაშვილის გადადგომა პირდაპირ იყო დაკავშირებული ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი სახელმწიფო ფულით დაფინანსებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს წაუყენა ბრალდებად, “არ მისცეთ სახელმწიფოს ფულიო.” თუ იპოვით ინვესტორს, დანარჩენი რაც იქნება სახლმწიფოს წილი მე დავაფინანსებო. ეს იყო სერიოზული დაპირისპირების საგანი. სადაც კვირიკაშვილი იყო გვერდზე ხაზარაძე იყო, სადაც ხაზარაძე იყო იქ კვირიკაშვილი იყო. ეს ერთობლიობა ძალიან კარგად ჩანდა მაშინ. ეს შეიძლება პორტის განვითარების შეჩერების საფუძველიც გახდეს, თუ TBC-ის პრობლემები შეექმნება,"- ამბობს ჭიჭინაძე.

























