მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიდაობის ფედერაციამ "ოცნების" დეპუტატის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა"

5d2df7403e60d
BM.GE
16.07.19 20:15
1363
ჭიდაობის ფედერაციამ „ოცნების“ დეპუტატის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოჭიდავე ზურაბ დათინაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის და თანხების არამიზნობრივი განკარგვის ნიშნები იკვეთება.

დათუნაშვილის მონათხრობით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ:

• 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა 26 974 - 26 974 ლარის, ხოლო პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს. ეს ოდენობები მრავალგზის აღემატება სხვაზე გაცემულ პრემიებს, რაც კორუფციის კუთხით ეჭვებს აჩენს.

• ფედერაციამ 4 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს, გაწეული მომსახურებისთვის 1 600 000 ლარი გადაურიცხა.

• დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეები სპორტული მიღწევების შედეგად მიღებულ ჯილდოს პირველ და მეორე მწვრთნელებს უყოფენ, ხოლო ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად მითითებული, ამას ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე წყვეტს.


საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეკომენდაციით, ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები