მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე 6 ქართული აგროკომპანია წარდგა

აშშ-ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული აგროკომპანია მონაწილეობდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: "აჩინებული“, "არომაპროდუქტი“, "გრინგოლდი“, "ჰობი“, "რკ ლავრ-ჯორჯია“ და "კულა" წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მეცხრე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, მათ შორისაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გამართული საერთაშორისო გამოფენა „U.S. Private Label Trade Show 2026“. ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. წინა წლებში საინტერესო შედეგები გვქონდა. ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის წლევანდელი გამოფენაც წარმატებულ იქნება“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა.

მსგავს გამოფენებში მონაწილეობით, მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო გამოფენებზე დამყარებული საქმიანი კავშირების შედეგად კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები