მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩიკორი“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს

617c0ef28c713
BM.GE
29.10.21 19:09
765
ჩირისა და წასახემსებლების ქართული ბრენდის ჩიკორის საექსპორტო ქვეყნებს მიმდინარე წელს დაემატა უკრაინის, კატარის და ისრაელის ბაზრები.

წლის ბოლომდე „ჩიკორს“ დაგეგმილი აქვს, მინიმუმ დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე შევიდეს.

„ჩიკორის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე გადის და წარმატებით იყიდება იაპონიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში (ლიდლის ქსელში).

შპს „ქარელის ხილი“ ჩიკორის ბრენდის ქვეშ 2015 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და ნატურალურ ქართულ ჩირსა და წასახემსებელ პროდუქტებს. ჩიკორი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განახლებული ვერსია დანერგა.

„ჩიკორი“ კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯის პორტფელური კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები