მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩიკორმა" საექსპორტო ბაზარზე ჩირის რეალიზაცია 30%-ით გაზარდა

63038249bddc1
ალა ისპირიანი
22.08.22 21:20
837
„ჩიკორმა“ საექსპორტო ბაზარზე, ჩირის რეალიზაცია მიმდინარე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზარდა. როგორც Bm.ge-ს კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ანა სოსელიამ უთხრა, პროდუქციაზე საექსპორტო ბაზრებიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საწარმო წელს ადგილობრივი ფერმერებისგან ჯამში 900 ტონა სხვადასხვა სახის ხილს შეისყიდის და გადაამუშავებს.

„ახლა ახალი საშრობებისა და დანადგარების დამატების პროცესში ვართ. პარალელურად ნედლეულის მიღება და გადამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. ნედლეულის გადამუშავების გეგმას ფეხდაფეხ წარმატებით მივყვებით და შარშანდელთან შედარებით ამ წლის ბოლოს თითქმის ორჯერ მეტი მზა პროდუქტი გვექნება", - ამბობს იგი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქცია ლიეტუვის, გერმანიის, ლატვიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, ნიდერლანდებისა და კანადის ბაზრებზე გადის.

ცნობისთვის, ქარელის ხილი „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამამუშავებელი საწარმო აქვს.

კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 50-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები