„თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით“ - ტუროპერატორების ნაწილი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების გააქტიურების ფონზე ქვეყანაში ტურისტული საქმიანობა თავად ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს, ტურებს თავად გეგმავენ და განთავსების ობიექტებსაც თავად ჯავშნიან. საქართველოში ჩინელი მოგზაურების ზრდაზე მიუთითებს ოფიციალური სტატისტიკაც. წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში ჩინეთიდან მოგზაურების რაოდენობა 100%-ზე მეტად არის გაზრდილი. რას ამბობს ტურისტული ბიზნესი და რამდენად აისახა მათ დატვირთულობაზე ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდა.