საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კვოტები იზრდება. შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ჩინეთის პირველ შერეული კომისიის სხდომაზე შედგა, რომელსაც ქართული დელეგაციიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე ესწრებოდა. რამდენით იზრდება სატრანზიტო კვოტები ჩინეთთან და რა შესაძლებლობაა ეს ქართველი გადამზიდავებისთვის.