ჩინეთი ამერიკის საპასუხოდ 128 ამერიკულ პროდუქტზე 25% ტარიფების დაწესებას გეგმავს. პეკინმა პარასკევს გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის საპასუხო რეაქცია ჩინეთს აუცილებლად ექნება. ტარიფის დაწესების შემდეგ ამერიკას დამატებით 3 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, ამერიკის მიერ დაწესებული გადასახადები მეტალსა და ფოლადზე გაცილებით დიდი ღირებულებისაა და 60 მილიარდ დოლარს უტოლდება.
მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის მთავრობები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთთან სავაჭრო ომის თავიდან ასარიდებლად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, სტივენ მინუჩინი საუბრობს. მისი თქმით, იმ მკაცრი კომენტარების უკან, რომელიც მედიაში ვრცელდება ქვეყნის პირველი პირების მიერ, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული.

























