მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი აშშ-ის საპასუხოდ დამატებით 34%-იან ტარიფს აწესებს

აშშ-ჩინეთი

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, პეკინი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ დამატებით 34%-იან სატარიფო რეჟიმს აამოქმედებს.

როგორც ცნობილია, 10 აპრილიდან გადასახადი გავრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც ამერიკიდან ჩინეთში შედის, ანუ საქმე გვაქვს ყოვლისმომცველ სატარიფო სანქციასთან.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი ტარიფი დაემატება აქამდე უკვე არსებულ სატარიფო რეჟიმს, ანუ რეალური საიმპორტო გადასახადი იმაზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს 34%-ია.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ 34%-იანი ტარიფი დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო შეზღუდვა დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები