მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავის იყიდის

Boeing

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები ამერიკული საავიაციო გიგანტის, Boeing-ისგან 200 სამგზავრო თვითმფრინავს შეისყიდიან.

აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუშიც დაადასტურა. საყურადღებოა, რომ თეთრი სახლის მეთაური ვიზიტის დაწყებამდე მხოლოდ 150 ხომალდის შეკვეთას მოელოდა.

ფინანსური კომპანია Jefferies-ის ანალიტიკოსები ჩინეთის მხრიდან ბევრად უფრო მასშტაბურ შეკვეთას პროგნოზირებდნენ. მათი ვარაუდით, შესყიდული საჰაერო ხომალდების რაოდენობამ შესაძლოა 500 ერთეულს მიაღწიოს. ექსპერტთა შეფასებით, ჩინური მხარე ძირითადად Boeing-ის ყველაზე მოთხოვნად 737 Max მოდელებს შეიძენს.

ცნობისთვის, ამერიკულ ავიამწარმოებელს ჩინეთისგან მსხვილი შეკვეთა თითქმის ათი წელია არ მიუღია. გასული პერიოდის განმავლობაში ოფიციალური პეკინი საჰაერო ხომალდებს ძირითადად Boeing-ის მეტოქე კომპანია Airbus-ისგან ყიდულობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები