მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებს

რუსული ნავთობი
BM. GE
25.10.25 21:50
1739

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქციები ჩინეთისა და ინდოეთის ხელისუფლებებს ახალი ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებს. მაგალითისათვის, ინდოეთის ყველაზე მსხვილი კერძო ნავთობიმპორტიორი Reliance Industries რუსული ნავთობის იმპორტის სრულად ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. იმავეს განიხილავენ სახელმწიფო საწარმოები. მათთვის პრიორიტეტი აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების დადებაა. შესაბამისად, სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელება მათ ინტერესში არ შედის.

მსგავსი მდგომარეობაა ჩინეთშიც, სადაც ისეთმა მსხვილმა ნავთობიმპორტიორებმა, როგორიც PetroChina და Sinopec-ია, რუსული ნავთობის შეძენა სრულად შეწყვიტეს.

ცნობისათვის, 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველები ინდოეთი და ჩინეთი იყვნენ. ენერგეტიკული სფეროს ექსპერტების შეფასებით, თუ კრემლი მიწოდების ალტერნატიულ გზებს არ გამონახავს, მსხვილი შემსყიდველების გარეშე დარჩება. რაც ომის საწარმოებლად აუცილებელ შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები