მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი, ჰონკონგი, ჩეხეთი... - სად ვყიდულობთ სათამაშოებს, რომლის იმპორტი $34 მლნ-მდეა გაზრდილი

იმპორტი

იანვარ-ნოემბერში საქართველოში სათამაშოების იმპორტი გაიზარდა. 11 თვეში ქვეყანამ 33 მილიონ 936 ათასი დოლარის ღირებულების 5 056 ტონა სათამაშოები შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სათამაშოების იმპორტის ღირებულება 6.7%-ით, მოცულობა კი 7.5%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში სათამაშოების იმპორტი ძირითადად აზიიდან ხდება, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი საქართველოსთვის ჩინეთია. TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც 11 თვეში სათამაშოები შევიძინეთ, ასეთია:

  1. ჩინეთი - $21.6 მლნ, 3 737 ტონა;
  2. ჰონკონგი - $1.8 მლნ, 209 ტონა;
  3. ჩეხეთი - $1.7 მლნ, 52 ტონა;
  4. თურქეთი - $1.7 მლნ, 266 ტონა;
  5. ნიდერლანდები - $1 მილიონი, 58 ტონა;
  6. გერმანია - $690 ათასი, 39 ტონა;
  7. ესტონეთი - $630 ათასი, 26 ტონა;
  8. ბულგარეთი - $611 ათასი, 76 ტონა;
  9. ირანი - $592 ათასი, 243 ტონა;
  10. დანია - $576 ათასი, 14 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა სათამაშოების იმპორტი იტალიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები