მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი მომდევნო სამ წელში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე 700 მილიარდ დოლარს დახარჯავს

5733083641857
BM.GE
11.05.16 14:22
1383
Financial Times-ის ინფორმაციით ჩინეთი გეგმავს 4,7 ტრილიონი იუანის (721,8 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ თანხა მშპ-ს 6,9%-ის ტოლი იქნება. ერთობლივი გეგმის მიხედვით, რომელიც განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიასთან შემუშავდა ხარჯები 303 პროექტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტებს შორის არის, რკინიგზა, ტრასები, სანაოსნო გზები, აეროპორტები და მეტროპოლიტენის სისტემები. Financial Times წერს, რომ ეს გეგმა ჩინეთის მძიმე მრეწველობისთვის და სამშენებლო სექტორისთვის სასარგებლო იქნება.

10 მაისს, კომისიამ განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში 130 ინდუსტრიული პროექტის განხორციელებისთვის $1.6 ტრილიონი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები