მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი: მოსახლეობის დაცვის გასაუმჯობესებლად, საჭიროა ვაქცინების შერევა

6073f611729ab
თათია კაკიაშვილი
12.04.21 21:44
848
ჩინეთის დაავადების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა ოფიციალურად განიხილავს COVID-19-ის ვაქცინების შერევას, როგორც ვაქცინის ეფექტიანობის გაძლიერების გზას. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.


„ხალხისთვის სხვადასხვა ვაქცინის დოზების მიცემა ვაქცინაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა, რომელსაც დაცვის მაღალი მაჩვენებელი ექნება, რასაც მხოლოდ ჩინურ ვაქცინაზე ვერ ვიტყვით“, - განაცხადა  ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ.


ამ გადაწყვეტილების საფუძველი, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნით არის ის, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით, ჩინური ვაქცინა სხვა პრეპარატებს ჩამორჩება, მათ შორის Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს, თუმცა ჩინური ვაქცინის შესანახად საჭიროა ნაკლებად მკაცრი ტემპერატურული კონტროლი.


ცნობისთვის, ჩინეთის Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ორმა ინექციამ, რომელიც სამ კვირაზე ნაკლები ინტერვალით კეთდება, III ფაზის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 49.1% ეფექტიანობა აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები