ჩინეთი მზის ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა, მისი მოცულობის მიხედვით. ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოება გასულ წელს გაორმაგდა და წლის ბოლოს 77.42 მილიარდი ვატი შეადგინა.
თუმცა ქვეყნის მოხმარებაში მზის ენერგიის წილი კვლავ მცირე რჩება და სხვა ქვეყნების მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, - ქვეყნის მთლიანი ენერგოგამომუშავების მხოლოდ 1%-ია მზის ენერგიის წილი.
2020 წლამდე, ქვეყანა წარმოებისთვის დამატებით 110 მილიონი ვატის დამატებას გეგმავს. უახლოეს 3 წელში ჩინეთი განახლებად ენერგიაში 364 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

























