ღვინის ექსპორტი რეკირდულ ნიშნულზეა. 9 თვეში ექსპორტზე თითქმის 200 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, 12.%-ით მეტი ვიდრე შარშან, თუმცა ტენდენცია არ იცვლება - ექსპორტის ისევ 67% რუსეთზე მოდის, სადაც 129 მლნ დოლარის ღვინო გავყიდეთ მეორე და მესამე ადგილს იკავებენ უკრაინა და პოლონეთი. ხუთეულშია ჩინეთიც, რომელიც მთავრობა საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზრად განიხილავს. თუმცა ბოლო წლებში ჩინეთში ღვინის ექსპორტი შემცირებულია.
თუ 2017-19 წლებში თითქმის18- 20 მლნ დოლარის ღვინო გადიოდა ექსპორტზე, პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2022 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე 12 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, წელს 9 თვეში 8 მილიონის ღვინოა გატანილი...
ქართული ღვინის პერსპექტიული ბაზარი თუ ფუჭი მოლოდინები. აქვს თუ არა ჩინეთს პოტენციალი ქართული ღვინის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. რა არის ამისთვის საჭირო ხელისუფლების მხრიდან, რა არის საჭირო ბიზნესის მხრიდან - რას ველით ჩინეთის ბაზრიდან და რას ელის ჩინელი მომხმარებელი ქართველი მწარმოებლებისგან?
სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი;