მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში სპეციალური ტექნიკით დაეხმარება

5cbb0e476855d
თელარა გელანტია
20.04.19 16:48
675
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტის გაფორმდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის მხრიდან - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ.

დავითაშვილმა ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მორიგი დახმარება აღმოუჩინა. მიღებული ტექნიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ იმედი გამოთქვა რომ ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება დაეხმარება საქართველოს პრობლემის გადაჭრაში და ხელს შეუწყობს მას სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას.

„ჩინეთის მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ გადმოცემული აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შეუფერხებელ განვითარებას“, - განაცხადა ძი იანჩიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები