მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო მატარებელი გავიდა

59b22f435664a
BM.GE
08.09.17 11:30
1708
გაერთიანებულმა სატრანსპორტო-ლოგისტიკურმა კომპანიამ «ОТЛК» (Объединенная транспортно-логистическая компания) მარშრუტზე „ჩინეთი - ევროპა“ გაუშვა 80 პირობითი ვაგონის სიგრძის (≈ 14 მ) პირველი საკონტეინერო მატარებელი. პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობა მიიღეს „რუსეთის რკინიგზებმა“, „ბელორუსის რკინიგზამ“ და „ყაზახეთის რკინიგზამ“.

მატარებელი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 44 სრულად დატვირთული ბაქანი (88 - 40-ფუტიანი კონტეინერი), 28 აგვისტოს გავიდა სადგურიდან „დოსტიკი“ (სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის) და შევიდა სასაზღვრო სადგურში „ბრესტი“ (სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი ბელორუსსა და პოლონეთს შორის) 2 სექტემბერს. საკონტეინერო მატარებელი უბანზე „დოსტიკი - ბრესტი“ დღე-ღამეში გადიოდა 1100 კმ-ს.

აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მატარებლების სტანდარტული სიგრძე სატრანზიტო მარშრუტებზე არ აღემატება 57 პირობით ვაგონს. ამგვარად, „ზომაგრძელი“ მატარებლის სიგრძე (eXtra Long train) გაიზარდა ერთბაშად 23 პირობითი ვაგონით. სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ასეთი მატარებლის გაშვება. 2016 წელს სატვირთი გადაზიდვების მოცულობა «ОТЛК»-ს საკონტეინერო მატარებლებით ორჯერ გაიზარდა და 100 000 TEU-ს გადაამეტა. 2017 წელს კომპანია ვარაუდობს 150 000-ზე მეტი TEU-ს გადაზიდვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები