"ჩინეთიდან ლონდონის მიმართულებით პირველი მატარებელი გაემართა, თუმცა ეს ფაქტი არ ახდენს გავლენას საქართველოს როლზე ამ მარშრუტში", - განცხადება ბიზნესკონტრაქტთან საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ გააკეთა. მისი განცხადებით, აბრეშუმის გაზის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ჩნეთს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
"სამი წელი გავიდა რაც აბრეშუმის გზის სარტყელის ინიციატივა წეარმოადგინა ჩინურმა მხარემ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ამ კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს და საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც აღნიშნულ ინიციატივას დაიჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ უკვე დამთავრდა საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩინეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანა. ჩინური კომპანიები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტის მშენებლობის ფარგლებში.
ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქიდან ლონდონის მიმართულებით პირველი მატარებელი გაემართა, ამგვარად გაიხსნა პირდაპირი გზა ჩინეთსა და ლონდონს შორის. თუმცა ეს ფაქტი სულაც არ ახდენს რაიმე გავლენას საქართველოს როლზე ამ მარშრუტში. 2015 წელს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით უკვე ჩამოვიდა სატესტო მატარებელი პირდაპირი გზით. დარწმუნებული ვარ რომ შემდგომი თანამშრომლობის შედეგად ეს ხაზი კიდევ უფრო განვითარდება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - განაცხადა ელჩმა.

























