მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩინეთიდან მიწოდებები ძირითადი მამოძრავებელია, რაც ამ რიცხვებს წარმოქმნის” - "კამექს ეარლაინსი" საჰაერო გადაზიდვების ზრდაზე

CAMEX

2024 წლის პირველ ნახევარში საჰაერო ტვირთბრუნვა 23%-ით გაიზარდა. ჯამურად იანვარ-ივნისში 11 ათას ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა მოხდა. 2024 წლის 6 თვეში კი საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული.

„კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე Bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზრდის ძირითადი ფაქტორი ჩინეთის გააქტიურება და ამ ქვეყნის მიმართ შერბილებული პოლიტიკაა. თუმცა სეთურიძე ფაქტორებს შორის ასახელებს წითელი ზღვის კრიზისსაც და აღნიშნავს, რომ საზღვაო ტვირთების საჰაერო გადმომისამართება ზოგიერთი საქონლის შემთხვევაში მაინც მოხდა.

“პირველი და ყველაზე მთავარი ეს არის წითელი ზღვის ბლოკადა, მეორე ეს არის ჩინეთთან მიმართებაში შედარებით უფრო ლმობიერი პოლიტიკა და იქიდან ექსპორტის ზრდა და ასევე ის შოკები, რომელიც ჰქონდა მომხმარებელს მსყვიდველუნარიანობასთან დაკავშირებით შედარებით შერბილებულია, მომხმარებლებმა ხარჯვა დაიწყეს. ამან გაზარდა მიწოდებებიც.

ძირითადი კორიდორი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩინეთიდან მიწოდებები არის ძირითადი მამოძრავებელი, რაც ამ რიცხვებს წარმოქმნის,”- ამბობს კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები