მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ელჩი: საქართველოს სოფლის მეურნებას განვითარების დიდი პოტენციალი და უპირატესობა აქვს

58786cc94a898
ნინო კვინტრაძე
13.01.17 10:00
1541
ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის დარგში გააქტიურებას ურჩევს, როგორც ელჩმა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განაცხადა, ის ამ ეტაპზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესახებ მოკვლევას აწარმოებს. ელჩი თვლის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი აუთვისებელი და დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. ელჩი აქცენტს სასათბურე მეურნეობების განვითარებაზე და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაზე აკეთებს.

„ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა მოიცავს 8 სფეროს და მათ შორის საკმაოდ მნიშვნმელოვანი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობის სფეროს. სოფლის მეურნეობას საქართველში დიდი უპირატესობა აქვს. ჩინეთსა და საქართველოს ამ კუთხით ბევრი საერთო აქვთ.

ჩინეთმა თავისი ეკონომიკური განვითარება სწორედ სოფლის მეურნეობის სექტორიდან დაიწყო და გახდა მსოფლიოში მეორე ეკონომიკა. ხალხს თუ აქვს საკმარისი საკვები, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა განვითარდეს. მე ვიკვლევ საქართველოს პოტენციალს სოფლის მეურნეობის კუთხით თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა. ჩინეთის დახმარებით მარნეულში ბოსტნეულის სათბური აშენდა. სასათბურე მეურნეობის განვითარებას არ სჭირდება დიდი ინვესტიცია ის არის ჯანსაღი და მეგობრული გარემოსადგმი, ამასთან ფერმერებისთვის საკმაოდ მისაღები მეურნეობაა და მალე შეიძლება იმ თანხის ამოღება რაც საჭიროა ინვესტირებისთვის.

ძველი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი იყო ჩაი, ამიტომ მას კულტურის მხრივაც დიდი მნშვნელობა აქვს. საქართველოს ჩაის მეურნეობის განვითარება ამ პროექტში დიდ წვლილს შეიტანს. შედეგად საქართველო იქნება არა ჩაის და ბოსტნეულის იმპორტიორი, არამედ გახდება ექსპორტიორიც და აღარ იქნება დამოკიდებული უცხოური ვალუტის შემოდინებაზე“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები