საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი საქართველოს ურჩევს, კონტრაქტორებსა და დამკვეთს შორის ვალდებულებების შესრულების კუთხით, სხვადასხვა უწყებებმა მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ. როგორც ელჩმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, აღნიშნული ხარვეზები ხშირად ხელს უშლის ვალდებულებების დათქმულ ვადებში შესრულებას.
"ჩინური კომპანიები ძალიან კმაყოფილები არიან საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი, თუმცა კარგი იქნება რომ ბოლომდე შესრულდეს ის საკონტრაქტო პირობები, რომელიც დამკვეთსა და კონტრაქტორებს შორისაა, ვისურვებდი რომ ამ კუთხით მოხდეს ზედამხედველობა და მონიტორინგი სახელშეკრულებლო პირობების შესასრულებლად. საუბარია ისეთი პირობების შექმნაზე ჩინელი კონტრაქტორებისთვის, რომ მათ დროულად შეძლონ სამუშაოს შესრულება. ვისურვებდი, რომ დამკვეთებმა კონტრაქტორებს საქართველოში მეტი კომფორტი შეუქმნან. არ არსი აუცილებელი მთავრობა იყოს დამკვეთი, ზოგადად არის საუბარი კონტრაქტოსა და დამკვეთს შორის ურთიერთობებზე. ასევე ვისურვებდი, რომ მათ გაითვალისწინონ, რომ ისინი უცხოელები არიან და დაეხმარონ მათ რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში", - განაცხადა ელჩმა.

























