მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია კურსდამთავრებულებს $30,000-ს უხდის

5bbc8d5e05289
ლევან თაღიაშვილი
09.10.18 15:09
633
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია ჩანგშაში (Changsha) სახელმწიფო - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 30,000 დოლარს უხდის მხოლოდ იმისათვის, რომ სამსახური არსებულ ქალაქში დაიწყონ. Bloomberg წერს, რომ პროვინციას უჭირს კვალიფიციური კადრების მოზიდვა, სწორედ ამიტომ უზრუნველყოფენ სტუდენტებს 30,000 დოლარითა და საცხოვრებელი პირობებით, თუმცა მიუხედავად ამისა მათ შესაძლოა კარიერის გაგრძელება პეკინში, შანხაიში ან ჩინეთის სხვა განვითრებულ ქალაქებში განაგრძონ. ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხშირად საკმაოდ დიდ ანაზღაურებას სთავაზობენ სტუდენტებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მათთვის მთავარი კარიერული განვითარებაა და სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ისინი ქალაქის დატოვებას. არსებული სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულების 78% სხვა ადგილას ეძებს სამსახურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები