"პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის ჩინეთში პოპულარული გახდა, არაკონსტიტუციურია“, - განმარტავენ ჩინეთის სახალხო ბანკში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ პირებს და კომპანიებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ICO თანხის ინვესტორებისთვის დაბრუნება მოუწევთ.
გადაწყვეტილება ძალაში შაბათ-კვირას შევიდა. მას წინ უძღვოდა მასშტაბური კონფერენია, რომელიც ქვეყანაში თემასთან დაკავშირებით 2 სექტემბერს გაიმართა.
ხელისუფლებამ ყველა ძრითადი სავაჭრო პლატფორმა გააფრთხილა, რომ ICO უკანონო ფინანსური საქმიანობა გახდა.
ჩინეთის გადაწყვეტილებამ ყველა ძირითადი კრიპტოვალუტის ფასის დაცემა გამოიწვია.

























