ჩინეთის კინოს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პანდემიის შემდეგომ პერიოდში ქვეყნის კინოთეატრების 40% ვეღარ გაიხსნება.
ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 12 ათასზე მეტმა კინოთეატრმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით მხოლოდ 7000 დაწესებულება შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.
მიუხედავათ იმისა რომ ჩინეთის მთავრობამ კინოთეატრებს მუშაობის ნებართვა მისცა, მფლობელების დიდი ნაწილი გახსნისგან თავს იკავებს.