მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის მოსახლეობა 2029 წელს 1,440,000,000-ს მიაღწევს, რის შემდეგაც შემცირება დაიწყება

5c325a7375a68
BM.GE
06.01.19 23:42
3827

2029 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს, 1.44 მილიარდს მიაღწევს, რის შემდეგაც ქვეყანაში მოსახლეობის შემცირება დაიწყება. ამის შესახებ ჩინეთის სოციალური მეცნიერებების ეროვნული აკადემიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი. სსახელმწიფოს მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა შერბილდეს მოსახლეობის დაბერების და სამუშაო ძალის შემცირების ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი.


2024-2025 წლისთვის ჩინეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის სტატუსს ინდოეთთან დაკარგავს. დღეს ინდოეთის მოსახლეობა 1,339,000,000-ს შეადგენს, შობადობის კოეფიციენტი კი 2.33-ია. შედარებისთვის ჩინეთის შობადობის კოეფიციენტი 1.62-ს შეადგენს. იმისთვის, რათა ქვეყნის მოსახლეობა არ მცირდებოდეს, შობადობის კოეფიციენტი 2-ზე მაღალი უნდა იყოს.


ჩინეთის მოსახლეობა BBC-ის შეფასებით დღევანდელთან შედარებოთ დაახლოებით 400 მილიონით უფრო მრავალრიცხოვანი იქნებოდა, რომ არა 1979 წელს კომუნისტური პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, დენგ სიაოპინის გადაწყვეტილება დაწესებულიყო "ერთი ბავშვის პოლიტიკა."


"ერთი ბავშვის პოლტიკა" 2015 წლამდე იყო ძალაში. მისი დანერგვის შემდეგ, ჩინეთის შობადობის კოეფიციენტი1980 წელს არსებული 3-დან, 2008 წლისთვის 1.8-მდე დაეცა, ხოლო 2011 წელს კი 1.54-მდე შემცირდა.


გეგმარებით ეკონომიკასთან ერთად, ჩინეთს გეგმარებითი დემოგრაფიაც აქვს. 2018 წლის აგვისტოში დაბეჭდილი საფოსტო მარკები მიანიშნებენ, რომ ჩინეთის მთავრობა "სამი შვილის პოლიტიკის" შემოღებაზე ფიქრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები