მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის რომელ უწყებებთან გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები? - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი შეთანხმებებს მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან მოაწერს ხელს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკუ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებ ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე.

საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად წარდგება ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე - ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები