ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo მიმდინარეობს. ექსპოში „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. ქართული კომპანიები ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმლის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.
უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა სააგენტოს ბენეფიციარებს საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესს კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევთ.
სტუმარი: ლუკა შალიკაშვილი - კომპანია "მონდოს" გაყიდვების მენეჯერი;