მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5cda9a90673d0
მიხეილ ხაჩიძე
14.05.19 18:20
1140
აშშ-თან დაძაბულმა სავაჭრო ურთიერთობებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩინეთის საფონდო ბირჟაზე.

Shanghai Composite Index-ისა და Large-Cap CSI 300 Index-ის ფასები გასული კვირის განმავლობაში 4,5% და 4,7%-ით დაეცა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების ესკალაციის გამო, ინვესტორების განწყობები პესიმისტური გახდა, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ჩინეთის ეკონომიკურ ფუნდამენტზე სერიოზულ გავლენას ვერ იქონიებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უზარმაზარი ექსპორტიორი ქვეყანაა, სახალხო რესპუბლიკის წმინდა ექსპორტმა 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, 2% შეადგინა.

უფრო მეტიც, ჩინეთი ამჟამად უფრო მეტად ვაჭრობს სხვა განვითარებად ქვეყნებთან, ვიდრე - აშშ, ევროპა და იაპონია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკაზე შეერთებულ შტატებზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე ეს 15 წლის წინ იყო.

ამავდროულად, როგორც ცნობილია, სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით შტატებსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ, გაგრძლედება. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტების განცხადებით, ინვესტორებში პესიმიზმი უფრო გაიზრდება და საბაზრო სტიმული შესუსტდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები