მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა ისევ $1 ტრილიონს გადააჭარბა

სავაჭრო ბრუნვა

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში $1 ტრილიონს გადააჭარბა და $1.04 ტრილიონს მიაღწია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ახალი რეკორდის დამყარება გარდაუვალი იქნება, რადგან გასულ 2025 წელს მთლიანმა წლიურმა მაჩვენებელმა $1.2 ტრილიონი შეადგინა, შესაბამისად, მომდევნო ორ თვეში ამ შედეგის გაუმჯობესება არის მოსალოდნელი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოქტომბერში ჩინეთის ექსპორტი წლიურად 35.2%-ით გაიზარდა, რამაც ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 33.5%-იან ნიშნულს გადააჭარბა. პარალელურად, გასულ თვეში იმპორტი 41.6%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდა აღმოჩნდა.

ექსპორტის ზრდას კვლავ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და ავტომობილები განაპირობებს – პირველ ცხრა თვეში ნახევარგამტარების ექსპორტი 108%-ით გაიზარდა, ხოლო ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელმა 50%-ს გადააჭარბა.

პროფიციტის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანას ექსპორტზე უფრო მეტი საქონელი გააქვს, ვიდრე იმპორტით შემოაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები