მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის საწარმოო აქტივობამ რეკორდულად მოიმატა | ბირჟაზე კომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება

63ff04a17467d
გიორგი თოლორდავა
01.03.23 11:47
1487
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური მონაცემები გაასაჯაროვა, საიდანაც ირკვევა, რომ იანვარ-თებერვალში ქვეყანაში საწარმოო აქტივობა რეკორდულად გაიზარდა.

საწარმოო ინდექსმა 50 პუნქტიდან 52.6-მდე მოიმატა, რაც ბოლო ათწლეულში დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. აღნიშნული ინდექსის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის მასშტაბით საწარმოები და ქარხნები საქმიანობის ჩვეულ ტემპს უბრუნდებიან, რასაც პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე.

გასულ წელს მთავრობის მიერ ამოქმედებულმა ნულოვანმა კოვიდპოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეზღუდა ბიზნესსაქმიანობა, ახალი კი მთავრობა რეგულაციების გაუქმებაზეა გადართული, რაც საწარმოო ინდექსზეც პოზიტიურად აისახება.

ჩინეთში ეკონომიკისა და საწარმოო პროცესის აღდგენას გავლენა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ბაზარზეც ექნება, რადგან წარმოებისა და საქონლის ექსპორტის კუთხით ჩინეთი გლობალური ლიდერია.

ზემოხსენებული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერბმა, ბუნებრივია, უაღრესად პოზიტიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Hang Seng Index-ის ღირებულება 4.1%-ით გაიზარდა; Dow Asia-მ 1.2%-ით მოიმატა; ხოლო Shanghai Composite-ის ღირებულება 1%-ითაა გაზრდილი.

ინდუსტრიული აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახება უმსხვილეს ჩინურ კომპანიებზეც, მაგალითად: Tecent-ის აქციების ღირებულება 7.2%-ითაა გაზრდილი; Alibaba-ს კაპიტალიზაციამ 5.8%-ით მოიმატა; Baidu-ს აქციების ფასი კი საფონდო ბირჟაზე 8.3%-ითაა გაზრდილი.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები