Financial Times-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო ბანკის სავალუტო რეზერვები 28 მილიარდი დოლარით შემცირდა და 3,19 ტრილიონი შეადგინა. გამოცემამ ინფრმაცია ჩინეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები ელიან, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის რეზერვები 3,2 ტრილიონი დოლარი იქნებოდა. ერთი წლით ადრე, ჩინეთის რეზერვების მოცულობა 3,71 ტრილიონი დოლარი იყო.

























