მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის შემდეგ Gepherrini კანადაში ექსპორტისთვის ემზადება

ექსპორტი

ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „გეფერინი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ჩინეთში წარმატებული შესვლის შემდეგ კომპანია დასავლეთში - კანადის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი BM.GE-სთან ამბობს, უახლოეს მომავალში საქართველოში კანადელ პარტნიორებს ელიან, რომელთანაც თანამშრომლების დეტალებს გაივლიან. 

„დღეისთვის „გეფერინის“ ჩანთები მსოფლიოს 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი. წარმატებით დავიწყეთ ჩინეთის ბაზრის ათვისებაც, სადაც ბრენდის ჩანთები ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმა TMall-ზე იყიდება. გვინდა ექსპორტის კუთხით პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები დავიბრუნოთ და ამიტომ გაყიდვების არეალის გაფართოებაზე ვმუშაობთ. შემდეგი ქვეყანა კანადა იქნება. 

ამ შემთხვევაშიც იგივე პროცესის გავლა მოგვიწევს, რაც ჩინეთის შემთხვევაში გავიარეთ.

თავდაპირველად 30 მოდელის ჩანთა გაიგზავნება და რომელ მოდელზეც უფრო მეტი მოთხოვნა იქნება პარტნიორებთან ერთად დავაკვირდებით და ამის შემდეგ დიდი მოცულობის შეკვეთას გავგზავნით. კანადაში ჩანთების გაყიდვა ადგილობრივი Amazon-ით და Google-ის არხებით იგეგმება“, - ამბობს ილია გეფერიძე და დასძენს, რომ პანდემიამდე გაყიდვებში ექსპორტს 70%-იანი წილი ეკავა და კომპანია სწორედ ამ მაჩვენებლის დაბრუნებაზე მუშაობს. ჩინეთის და კანადის ათვისების შემდეგ კი ექსპორტის წილი ჯერ 60%-მდე გაიზრდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები