ჩინეთმა აშშ-ს შესაძლოა, იშვიათი მინერალების ექსპორტი შეუზღუდოს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით დასავლური მედია ავრცელებს.
გავლენიანი გამოცემების ცნობით, აშშ–ის სავაჭრო ომის გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩინეთის მთავრობა საპასუხო რეაქციებზე მსჯელობს.
ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლება შტატებში იშვიათი მინერალების გატანის შემცირებას აპირებს, მათ შორის ლითონების, რომლებიც ტექნოლოგიებში აქტიურად გამოიყენება. კერძოდ, დამტენების, ელექტრო ავტომობილებისა და ლეპტოპების წარმოებაშიც კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ლითონები, იმ იშვიათ მიწათა ელემენტების 17 ელემენტისგან შემდგარ ეგზოტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც დღევანდელი მსოფლიო ბაზრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქის დადგომასთან ერთად მათი ფასები ყოველდღიურად იზრდება.

























