ჩინეთმა ახალ ორბიტალურ სადგურზე კოსმოსური ხომალდი Shenzhou-12 გაგზავნა, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კოსმოსურმა ხომალდმა დანიშნულების ადგილს 7-საათიანი ფრენის შემდეგ მიაღწია.
ასტრონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო დედამიწის ორბიტაზე 3 თვეს გაატარებენ და ღია კოსმოსში ორჯერ გავლენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია იქნება.
BBC წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც ჩინეთი კოსმოსში ადამიანებს აგზავნის.