მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა

ჩინური რაკეტა

ჩინეთში მრავალჯერადად გამოყენებადი რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ხომალდი Long March 10B ჰაიანის კომერციული კოსმოდრომიდან აპფრინდა, ორბიტაზე გავიდა, ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა და ზღვაში განთავსებულ საზღვაო პლატფორმაზე ვერტიკალურად დაეშვა. ჩინელი ექსპერტების შეფასებით, ეს ქვეყნის ისტორიაში ამ მასშტაბის ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტული იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ჩინური აპარატი ამერიკული კომპანია SpaceX-ის კუთვნილ Falcon 9-ს ჰგავს. ის ჩინეთის რაკეტმშენებლობის აკადემიამ შექმნა. ახალ მოდელს დაბალ ორბიტაზე მინიმუმ 16 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ამერიკული ანალოგისგან განსხვავებით, Long March 10B საყრდენი ფეხებით არ ჯდება, არამედ პლატფორმაზე დამონტაჟებულ ბადეს ოთხი დამჭერი კაუჭით ეჭიდება. აკადემიის სპეციალისტის, ჩენ მუიეს განცხადებით, ეს ტექნოლოგია აპარატის მასას საგრძნობლად ამცირებს.

საყურადღებოა, რომ ახლახან გამოცდილი ახალი რაკეტა ჩინეთის იმ ფართო კოსმოსური პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად 2030 წლამდე მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ისახავს. ჩინური მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები უკვე გამოცდილი ბუსტერის ხელახალ გამოყენებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავენ.

შეგახსენებთ, ჩინეთი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ტექნოლოგიებს თითქმის ათი წელია ამუშავებს. ამ მიმართულებით შარშანდელი ტესტირებები მარცხით დასრულდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტექნოლოგიით პირველი რაკეტა წარმატებით ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა 2015 წლის დეკემბერში დასვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები