მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა შიდა რეისებზე თვითმფრინავის კაბინაში მოწევა აკრძალა

5c4ab437db60d
BM.GE
25.01.19 13:00
3114
პოლოტებსა და თვითმფრინავის კაბინის სხვა წევრებს პილოტთა კაბინაში მოწევა აეკრძალათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩინეთის სამოქალაქაო ავიაციის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება ჩინეთის შიდა რეისებს, სადაც კაბინაში მოწევა ამ დრომდე იყო ნებადართული. აღნიშნული ცვლილებით დაწესდა სანქციაც, ელექტროსიგარეტის ან ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებლები 12 თვით დაკარგავენ სამსახურში მუშაობის უფლებას და მათ 3 წლამდე პატიმრობაც კი, შეიძლება მიესაჯოთ.

ავიაკომპანიებს დაევალათ გაატარონ მკაცრი ინსპექტირება, რათა არ დაუშვან პილოტთა კაბინაში სიგარეტის მოხმარება.

2018 წლის ივლისში “ჩინეთის ავიახაზების” ბეიჯინგი-დალიანის რეისზე ბოინგ 737-ის პილოტმა სიგარეტის მოწევის მიზნით, შემთხვევით გამორთო ბორტის შიდა ჰაერის ცირკულაციის სისტემა, რასაც კაბინაში ჰაერის გაუხშოება და საევაკუაციო მიზნით, საავარიო ჟანგბადის ნიღბების ჩამოვარდნა მოჰყვა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ICAO-მ თვითმფრინავში მოწევის აკრძალვის განკარგულება ჯერ კიდევ 20 წლის წინ გამოსცა. მალევე საერთაშორისო რეისებზე სიგარეტის მოხმარება სრულად აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები