მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა წლის პირველ ნახევარში რეკორდული რაოდენობის უცხოური კომპანიები შეიძინა

5768d542c8720
BM.GE
21.06.16 09:33
1348
ჩინურმა კომპანიებმა 2016 წლის დასაწყისიდან 111.6 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური აქტივები შეიძინეს, რაც გასული მთელი წლის მანძილზე შეძენილს აღემატება,- საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება Reuters.

2016 წლის საერთო ოპერაციების თითქმის 40% ჩინეთის ქიმიური გიგანტის China National Chemical Corp მიერ 43 მილიარდ დოლარად შვეიცარიის წარმოებელი Syngenta-ის შეძენამ შეადგინა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის მეორე ნახევარში გარიგებების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

"ჩვენ ველოდებით, რომ აქტივების შესყიდვა გაგრძელდება, მაგრამ არა ისეთი სასწაული ტემპით, როგორც ეს წლის პირველ კვარტალში იყო,“ - აცხადებს ჩინეთის ბანკის კორპორატიული ფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები