ივლისის თვეში ჩინეთში 16-დან 24 წლამდე უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობა (სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გამოკლებით) 17.8%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.5% იყო. არსებული სტატისტიკა აჩენს ვარაუდს, რომ ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმება სერიოზული გამოწვევაა.
საინტერესოა, რომ მათ ფონზე 25-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა და 6.9% შეადგინა.
რაც შეეხება 30-დან 59-წლამდე ასაკის მოქალაქეებს, მათი უმუშევრობა მცირედით, მაგრამ მაინც, 3.9%-მდე შემცირდა.




























