ჩინეთის სააგენტოები და სახელმწიფო მმართველობაში მყოფი კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს სამსახურში Apple-ის პროდუქტების, iPhone-ებისა და სხვა ტექნიკის შეტანას უზღუდავენ - ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
ჩინეთი უკვე ათწლეულზე მეტია ცდილობს, ქვეყნის უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება შეამციროს და მოუწოდებს კომპანიებს, რომ ადგილობრივ სისტემებზე გადაერთონ და ჩინური მწარმოებლებისგან შეიძინონ პროდუქცია.
უცხოური გამოცემის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში შეზღუდვებს შეუერთდა ჩინეთის კიდევ რვა პროვინციის სააგენტოები და სახელმწიფო დეპარტამენტები, რომლებმაც დასაქმებულებისთვის ადგილობრივი წარმოების ტექნიკაზე გადაწყობის დირექტივა გასცეს.
მანამდე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, აღნიშნული დირექტივა ვრცელდებოდა მხოლოდ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე: მინისტრებსა და სხვა პირებზე.