მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში დეფლაციის პრობლემა მწვავდება

ნავთობი

ჩინეთის მასშტაბით ეკონომიკური სირთულეები გრძელდება - ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს.

ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.

დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.

ამასთან, დეფლაცია ფიქსირდება სამომხმარებლო ფასების ინდექსთან მიმართებითაც, რომელიც წლიურად 0.4%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები