ჩინეთში გაყიდვებიდან ერთ დღეში მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა. კომპანია Alibaba-მ 11 ნოემბრის ტრადიციულ ფასდაკლების დღეს 17,8 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური დღის შემოსავალს 2 მილიარდით აღემატება. ეს ციფრები კი აღემატება ამერიკის ე.წ. შავ პარასკევს და კიბერ ორშაბათს. ფასდაკლების დაწყებიდან პირველივე 5 წუთში გაყიდვებმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 11 ნოემბერს Alibaba-ს სერვისით 115 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 94 მილიონმა ყიდვისთვის სმარტფონი გამოიყენა.
ჯამში ერთ დღეში 16 000-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია გაიყიდა.

























