ჩინეთში ახალი iPhone-ების გაყიდვებმა წლიურად 20%-ით იმატა. დაბალი მოთხოვნა, რომელიც iPhone 16-ის სერიის სმარტფონების პრეზენტაციის შემდეგ დაფიქსირდა, სავარაუდოდ, წარსულს ჩაბარდა, რაც აისახება, როგორც საბაზისო, ასევე ფლაგმანურ მოდელებზე, რომელთა გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 44%-ით არის მომატებული.
შედეგად, ბოლო სამი კვირის მონაცემებით, ჩინელმა მომხმარებელმა წლევანდელი სმარტფონები უფრო მოიწონა, ვიდრე შარშანდელი, რაც Apple-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში, ჩინეთში მისი პოზიციები, გარკვეულწილად, შეირყა. ამასთან, წლიდან წლამდე იზრდება Apple-ის ჩინური კონკურენტების შემოსავალი, რაც, ერთი მხრივ, ჩინური სმარტფონების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლების მიერ მიღებულ არაერთ პროტექციონისტულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
წარმატებული სეზონის და ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორების დადებითი სენტიმენტების ფონზე, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა და $3.5 ტრილიონს გადააჭარბა.