მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში KFC-იმ და Pizza Hut-მა მომხმარებელს უკონტაქტო მიწოდების სერვისი შესთავაზეს

5e3d41277f2ca
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 22:00
1172
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საფუძველზე, KFC-იმ და Pizza Hut-მა მომხმარებელს ჩინეთში უკონტაქტო მიწოდების სერვისი შესთავაზეს. ამის შესახებ Buisness Insider-ი წერს.

KFC-ის და Pizza Hut-ის ოფიციალური განცახდებების თანახმად, რომლებიც კომპანიებმა სოციალურ პლატფორმაზე Weibo-ზე და WeChat-ზე განათავსეს, ონლაინ შეკვეთის მიცემის დროს მომხმარებლებს შეუძლიათ „უკონტაქტო მიწოდება“ აირჩიონ.

აღსანიშნავია, რომ „უკონტაქტო მიწოდების“ დროს ორივე მხარე წინასწარ თანხმდება პროდუქტის განთავსების ადგილზე. პროდუქტის სასურველ ადგილზე განთავსების შემდეგ კურიერი მინიმუმ 10 ნაბიჯის მოშორებით დგება, ამ დროს მიდის მომხმარებელი და იღებს პროდუქტს.

კურიერებს მოეთხოვებათ ატარონ სამედიცინო ნიღაბი და მოახდინონ ხელების დეზინფიცირება ნებისმიერი შეკვეთის შესრულების შემდეგ. ასევე დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს იმ ყუთებს, სადაც საკვებია განთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანახმად, კორონავირუსი გადამდებია დასნეულებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ჰაერწვეთოვანი გზით.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები