მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ქარხნების აქტივობა მესამე თვეა მცირდება

ჩინეთი

ჩინეთში ქარხნების გამოშვება ივლისშიც შენელდა, რაც ზედიზედ მესამე თვეა. ეს მსოფლიოში მეორე უდიდესი ეკონომიკის აღდგენის ტემპის შენელებაზე მიუთითებს.

მონაცემები ჩინეთისთვის წლის მეორე ნახევრის არც თუ ისე წარმატებულ დასაწყისზე მეტყველებს. ამ თვის დასაწყისში ექსპორტის, ფასების და საბანკო დაკრედიტების სავალალო მაჩვენებლები აძლიერებს $19-ტრილიონიანი ეკონომიკის პოლიტიკის შემქმნელების შეშფოთებას.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებმა აჩვენა, რომ ივლისში სამრეწველო გამოშვება გაიზარდა 5.1%-ით წინა წელთან შედარებით, რაც ნაკლებია ივნისის 5.3%-თან და ანალიტიკოსების 5.2%-იან პროგნოზთან შედარებით.

ამის საპირისპიროდ, საცალო გაყიდვები ივლისში გაიზარდა 2.7%-ით, რაც გაუმჯობესებული შედეგია ივნისში დაფიქსირებულ 2%-იანი ზრდასთან და 2.6%-იანი მოლოდინთან შედარებით.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მონაცემები აძლიერებს აუცილებლობას, პოლიტიკის შემქმნელებმა მეტი მხარდაჭერა მიმართონ მომხმარებლებზე, ინფრასტრუქტურაში თანხების დახარჯვის ნაცვლად.

ჩინეთის ლიდერებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ახალ ეკონომიკურ სახელმძღვანელოს და ფოკუსირდებიან მომხმარებლებზე და არა ინფრასტრუქტურასა და წარმოებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები